საქართველოს მთავარი პროკურორი თურქეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავარ პროკურატურას თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუჩქუ ეწვია და საქართველოს მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს პროკურატურასა და თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.  ელჩმა საქართველოს მთავარ პროკურორს თანამშრომლობისთვის და სამართლებრივი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი შოთაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დიდი და მნიშვნელოვანია ელჩის წვლილი ორი ქვეყნის კოლეგა უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში, რაც ბოლო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა და გამოიხატებოდა უმაღლესი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებში როგორც საქართველოში, ასევე თურქეთში. შეხვედრაზე, ასევე ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ზექი ლევენთ გუმრუქჩუს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები