ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტები მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო სხდომას დაესწრნენ

დედაქალაქის  მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებს უმასპინძლა.

მერიის წარმომადგენელმა საკრებულოში გოგა მამფორიამ სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ისტორიული შენობა  და მისი  ძველი ფოტოები დაათვალიერებინა, ასევე  დაარსებიდან დღემდე  ამ ნაგებობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.

საკრებულოს წევრებმა კი სტუდენტებს წარმომადგენლობითი ორგანოს ფუნქცია-მოვალეობები განუმარტეს და თვითმმართველობის მუშაობის სპეციფიკა დეტალურად გააცნეს.

მოგვიანებით,  სტუმრებმა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ისტორიულ დარბაზში გადაინაცვლეს, სადაც მათ საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მიესალმა, წარმატებები უსურვა და  დღევანდელი სხდომის, როგორც მეხუთე მოწვევის საკრებულოს ბოლო, რიგით 106-ე  სხდომის მნიშვნელობასა და  ისტორიულობაზე ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები