“ქართულ მარშს” შინაარსობრივად არსებობის უფლება აქვს, თუმცა ფორმა სხვა საკითხია”

“რადგან არსებობს “ქართული მარში” ესე იგი ეს საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნაა”, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან აზიიდან ჩამოსული ადამიანების ცალკე საზოგადოებად არსებობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს სახიფათოა, როდესაც ქვეყანაში კონსოლიდირებულად უცხო კულტურა შემოდის.
“ვერანაირი ორგანიზაცია ვერ იარსებებს თუ მას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა. რადგან არსებობს “ქართული მარში” ესე იგი ეს საზოგადოების ერთი ნაწილის მოთხოვნაა. მედიაც იარსებებს ისეთი, რომელიც გააშუქებს ასეთ რაღაცებს, თუნდაც სკანდალისთვის. მე ვიცი, რომ ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზიიდან ჩამოსული ადამიანების ცალკე საზოგადოება, რომელსაც აქვს ყველა ატრიბუტი ბიზნეს სტრუქტურები, ეკონომიური სტრუქტურები და ახლახან შექმნეს თავიანთი უსაფრთხოების სამსახურიც. ეს რასაკვირველია არ არის გაფორმებული და სახიფათოა, როდესაც ქვეყანაში კონსოლიდირებულად შემოდის უცხო კულტურა, რომელიც ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს. მეორე უბედურებაა ისლამის ხარჯზე პოლიტიკის კეთება. “ქართულ მარშს” შინაარსობრივად არსებობის უფლება აქვს, თუმცა ფორმა სხვა საკითხია”,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები