ზურაბ ალავიძე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სამშენებლო საქმიანობის ხარისხის სფეროზე, სამშენებლო კომპანიებსა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა.

ზურაბ ალავიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოში საინჟინრო-სამშენებლო პროფილის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტებისა და მაღალი ხარისხის დანერგვა, როგორც მშენებლობის პროცესის ყველა ეტაპზე, ისე სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით.

„ჩვენს უმთავრეს ამოცანას მშენებლობის ხარისხის ზრდა წარმოადგენს, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის სწრაფ, ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვნად ვეხმარებით ადგილობრივი სამშენებლო ბიზნესის განვითარებას, ქართველი სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და  წარმოების წახალისებას, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოვიყენოთ ადგილობრივი წარმოების პროდუქტი და სამშენებლო ბიზნესის რესურსი“,- განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

მინისტრმა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების საკითხებში მათ აქტიურ მონაწილეობას ხაზი გაუსვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები