აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს თბილისში სამხედრო პატივით დაკრძალავენ

2008 წლის აგვისტოს ომის გმირს, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს თბილისში, ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის ეზოში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გზირიშვილის ნეშტი რუსთავიდან თბილისში გადაასვენეს. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.პანაშვიდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები დაესწრნენ, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს და საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
2 ნოემბერს, ვახტანგ გზირიშვილთან ერთად, ტაძრის ეზოში, მისი მამის, აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილის ნეშტსაც დაკრძალავენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი ვარკეთილის დასახლებაში, აგვისტოს ომის რუსთაველი გმირის დედის, მარინა გზირიშვილის ინიციატივით, შემოწირულობებით რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების სახელზე აიგო.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გმირი, კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მსახურობდა. გარდაცვალების შემდეგ, რუსთაველ ჯარისკაცს ვახტანგ გორგასლის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები