გელა კვაშილავა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობის გაზრდას, საცობების პრევენციად მიიჩნევს

ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ ქალაქის ახლადარჩეულ მერთან ტრანსპორტის საკითხის განხილვის შედეგის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე მერიაში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მიმდინარეობს.

მან ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მნიშვნელოვნად შეამცირებს საცობებს.
„შეხვედრისას განხილული იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხები, პარკინგი და ყველა ის პრობლემა, რაც ტრანსპორტს უკავშირდება.
ჩვენი ინფორმაციით, კონკრეტულ ნაბიჯებზე მიდის ახლა მუშაობა. საუბრისას დავინახეთ, რომ ახლადარჩეული მერისთვის მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურების საკითხი. თუ გვინდა, რომ საცობების პრობლემა მოვაგვაროთ, უნდა გავაუმჯობესოთ პარკირების სისტემა, დღეს არსებული მანკიერი სისტემა არ მუშაობს, რაც ტრანსპორტის მხრივ პრობლემებს ქმნის. მნიშვნელოვანია ავტოპარკის განახლება, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჰქონდეს თავიანთი გამოყოფილი ხაზი და არ ჰქონდეთ შეზღუდვა გადაადგილების დროს, სადაც ძირითადად ადამიანები კერძო ტრანსპორტით გადაადგილდებიან ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადავიდნენ. უნდა გაიზარდოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმზიდველობა, სისწრაფე, ხელმისაწვდომობა. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საცობების მოგვარების პრობლემას, გადაადგილებას და უსაფრთხოების გაზრდას. ტრანსპორტის სამსახურის გაძლიერებაც მნიშვნელოვანია, დღეს არ აქვთ მათ ის რესურსები, რაც ქალაქშია მოსაგვარებელი დროულად მოაგვარონ. უნდა ამუშავდეს ტრანსპორტის მოდელირების სისტემაც“,-განაცხადა გელა კვაშილავამ.

ის ტექდათვალიერების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მოქალაქეების ინტერესიც უნდა იყოს დაცული.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებშიც უფრო თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი. „ტექდათვალიერება ორი წელი გაგრძელდება. უნდა არსებობდეს ტექდათვალიერების თანამედროვე ცენტრები და შესაბამისი პერსონალი. ამ ეტაპზე სისტემა, რომ ამოქმედდეს მოქალაქეების ინტერესებიც უნდა იყოს დაცული. მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებებში უფრო თამამი ნაბიჯები გადავდგათ, მაგალითად ჰიბრიდულ ავტომობილებზე საერთოდ მოვხსნათ გადასახადი“, – აღნიშნა ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარემ, გელა კვაშილავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები