მამუკა მდინარაძე: გვაქვს კარგი კონსტიტუცია, რომელზეც დავაც კი არ მიდის ობიექტური დამკვირვებლების მიერ

გვაქვს კარგი კონსტიტუცია, რომელზეც დავაც კი არ მიდის ობიექტური დამკვირვებლების მიერ – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ სესიაზე განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხა და ოპონენტები გააკრიტიკა.
”თქვენ როგორც სადამკვირვებლო მისიების ან ვენეციის კომისიის ჩანაწერებს კითხულობთ უკუღმა ან კითხულობთ ისე, რომ ათასი წინადადებიდან ამოარჩევთ ორს. ათასივე წინადადება პოზიტიური არ ყოფილა არც ერთ დასკვნასთან მიმართებაში და ამ ორ წინადადებას ატრიალებთ ყველა ბრუნვაში და ამ ორი წინადადებით გინდათ მოტყუვდეს მოქალაქეების რამდენიმე პროცენტი.
ამ ყველაფერზე პასუხი არის საარჩევნო შედეგები. არ ტყუვდებიან ჩვენი მოქალაქეები და არც ანებებთ თავს. პასუხი შეგიძლიათ გაგვცეთ რომელიმე კითხვაზე პირდაპირ? უჭერთ თუ არა მხარს თქვენს მიერ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოთხოვნილ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საკითხებს? ეს არის შეთანხმებული საკითხები, რომელზეც შედგა საყოველთაო კონსენსუსი და ვახდენთ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლო ნაწილის გაფორმებას. გვაქვს კარგი კონსტიტუცია, რომელზეც დავაც კი არ მიდის ობიექტური დამკვირვებლების მიერ. ისიც დიდი უმეცრებაა ან შეგნებულად ხალხის მოტყუება, რომ საკონსტიტუციო კომისია კი არ იქმნება, არამედ იქმნება საორგანიზაციო კომისია, რომელიც განხილვებს უზრუნველყოფს”, – მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები