უკრაინის პროკურატურა არსენ ავაკოვის შვილის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს

უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა ნაზარ ხოლოდნიცკიმ, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსენ ავაკოვის და საქმის კიდევ ორი ფიგურანტების სასამართლო პროცესი აღკვეთის ღონისძიების დასადგენად დღესვე გაიმართება.
მისი განცხადებით, ანტიკორუფციული პროკურატურა მოითხოვს საქმის სამივე ფიგურანტისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას აღკვეთი ღონისძიების სახით და გირაოს შეტანის უფლებით. ხოლოდნიცკი იმედოვნებს, რომ ორივე მხარის მიერ შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების და მზადების დასრულების შემდეგ, სასამართლო პროცესი რამდენიმე საათში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გუშინ, უკრაინის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ, შსს-ს მიერ „რუკზაკების“ შესყიდვის სკანდალურ საქმეზე სამი პირი დააკავა. ესენი არიან შს მინისტრის არსენ ავაკოვის შვილი ალექსანდრე ავაკოვი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი და ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენელი. საქმის სამივე ფიგურანტის ბინებში ჩხრეკა ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები