თამარ ბერუჩაშვილმა ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა

დიდი ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენელთან ვაჭრობის საკითხებში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან მარკ პრიტჩარდსთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართულებით,  საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ასევე ყურადღება ორი ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობების დამყარებასა და გაფართოების შესაძლებლობებზე გაამახვილეს.

აღსანიშნავია, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მეოთხე შეხვედრის ფარგლებში, ლონდონში 24 ოქტომბერს, ლონდონის სითის ლორდ მერის ენდრიუ პარმლის და საქართველოს ვიცე-პრემიერის  მიხეილ ჯანელიძის მონაწილეობით პირველად გაიმართა  მრგვალი მაგიდა ბრიტანული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს დაეთმო.

ღონისძიებაზე დამსწრე  ბრიტანული საინვესტიციო, ენერგეტიკული და ფინანსური წრეების წარმომადგენლებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების მიმართ დაინტერესება გამოხატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები