საბერძნეთში, ორმა გულშემატკივარმა მატჩის მსვლელობისას, მესის აკოცა და “სელფიც” გადაიღო (ვიდეო)

საბერძნეთში სტუმრად ჩასული ბარსელონა, “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა, შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა, თამაშის მსვლელობისას ფეხბურთელებმა ბევრი ლამაზი და დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს, თუმცა გოლი მაინც არ გასულა.
ბარსელონას ფეხბურთელმა სერხიო ბუსკეტსმა განაცხადა, “კარგად ვიასპარეზეთ, თუმცა გოლი ვერ გავიტანეთ, ფეხბურთში კი მთავარი გოლია, ხდება ხოლმე, რომ ბურთს ხანდახან არ უნდა კარში შესვლა“.
თამაშის მიმდინარეობისას, როდესაც ლეო მესსი აწვდიდა კუთხურს, სტიუარდებმა ვერ შეასრულეს საკუთარი მოვალეობა და სტადიონზე გულშემატკივარი შემოეპარათ, რომელმაც მიირბინა მესისთან და აკოცა, რამოდენიმე ხნის შემდეგ კი მეორე გულშემატკივარმაც მოახერხა სტიუარდებისგან თავი დაეღწია და მესისთან ერთად სელფი გადაეღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები