სანტა–კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სროლა ატეხა

აშშ–ს ქალაქ ოსტინში, ტეხასის შტატში, სანტა–კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა, ჰელოუინის წვეულებაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ისროლა.
სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა. ორი დაჭრილი საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს, მესამეს მდგომარეობა კი მძიმეა. თავმდასხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. მას მცირე დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დაჭირდა, თუმცა სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დაკავებისას ძალისმიერი მეთოდები არ გამოუყენებიათ. გამოძიების ინფორმაციით, მსროლელი დაშავებულებს იცნობდა და წვეულებაზე სტუმრებს შორის იყო. დანაშაულის მოტივის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები