„სილქნეტი“ ხელოვნების სასახლეს პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მიღების საშუალებას არ აძლევს”

ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია კომპანია „სილქნეტს“ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე ხელოვნების სასახლის წარდგენის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ თემაზე გიორგი კალანდიამ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.

„ძნელია იპოვნო “სილქნეტივით” სამარცხვინო კომპანია! საქმე იმაშია, რომ ჩვენი სასახლე -მუზეუმი ემზადება ერთ-ერთ საერთაშორისო პრესტიჟულ ჯილდოზე ნომინირებისათვის (ამ საიდუმლოს მოგვიანებით გავამხელ) ამიტომ განსაკუთრებული მოთხოვნებია: მათ შორის ფასადის ხილვადობისა და ურბანული განაშენიანების საკითხში, ჩვენც დავიწყეთ ამ თემის მოგვარება, მერიის დახმარებით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიტანეთ მახინჯი, საბჭოეთის დროინდელი განათების ბოძები, ისინი შეიცვალა ახლებით, თელასმაც იყოჩაღა და ის სადენები რომლებიც ფასადს ამახინჯებდა მოპირდაპირე მხარეს გადაიტანა, დეკორატიულად შეიკრიჭა და დადაბლდა ისტორიული ფასადის წინ მდგარი ხეები (მომავალ წელს გაფოთლილ ხეებს მრგვალი ვარცხნილობა ექნება), მოკლედ ყველა დაუდგა მხარში მუზეუმს საერთაშორისი წარმატებისთვის, ერთადერთი ვინც ბიუროკრატიის უფსკრულში ჩაგვძირა “სილქნეტია“, რომელმაც წერილობით თხოვნაზე:- ხის ტოტებზე ჩამოდებული კაბელი მოპირდაპირე მხარეს გადაეტანა- უამრავი სატელეფონო ზარით და გაუგებარი წერილებით გვიპასუხა, ხან 700 ლარს გვთხოვდნენ, ხან 200 -ს, ხან კიდე კანონებით გვემუქრებოდნენ, რომ არ გაგვებედა და თვითნებურად არ გადაგვეტანა მათი კაბელი! ჰოდა აი ასე სამარცხვინოდ დღემდე ხის ტოტზე ჩამოკიდებული კონწიალობს სილქნეტის კაბელი და ჩვენი სასახლის ულამაზეს ფასადს ამახინჯებს! როგორ მინდა რომ ასეთი ურცხვი ”ფულის მქაფველი” კომპანიები საზოგადოების მხრიდან მუდმივი გაკიცხვის ობიექტი იყოს „ – აღნიშნავს საკუთარ პოსტში ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

ხელოვნების სასახლეში დაცულმა მასალებმა და შენობის არქიტექტურამ საქართველოს არაერთი საერთაშორისო აღიარება მოუპოვა. სასახლის ხელმძღვანელობა ამ მიმართულებით მუშაობას კვლავ განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები