თბილისში ბიორკი 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა

დღეს დილით, თბილისში ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი 12-კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი მუსიკალური ექსპედიციის ფარგლებში, საქართველოს რამდენიმე კუთხეს ესტუმრება.
დღესვე თბილისში ჩამოფრინდება ბიორკის ორივე კონცერტის დირიჟორი, ახალგაზრდა ისლანდიელი მუსიკოსი ბიარნი ფრიმან ბარნასონი. ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის რეპეტიციებს ბარნასონი ხვალიდან შეუერთდება.
ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. ბიორკი კონცერტებს 31 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 3 ნოემბერს კი ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართავს. კონცერტებს თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU და სასტუმროების ქართული ბრენდი ROOMS HOTELS წარმოგიდგენთ.
შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები