აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება

27 ოქტომბერს აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის მსოფლიო დღე აღინიშნება. აღნიშნული გადაწყვეტილება 2006 წელს UNESCO-მ მიიღო. როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ამ დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ჩანაწერების შენარჩუნების მნიშვნელობის ხაზგასმა.
აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის შენახვა-შენარჩუნებისა და მისი მომავალი თაობებისთვის გადაცემის მიზნით UNESCO-მ შექმნა პროგრამა – „მსოფლიო მეხსიერება“, რომლის ფარგლებშიც შექმნილი რეესტრი აერთიანებს მსოფლიო მნიშვნელობის დოკუმენტურ მასალას, მათ შორის – აუდიოვიზუალურ ჩანაწერებს.

ფოტო: კადრები თენგიზ აბულაძის ფილმიდან „ნატვრის ხე“ (1976). მისი აღდგენა და ციფრულ მატარებელზე გადატანა 2015 წელს, თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა. რესტავრაცია, ფერებისა და ხმის კორექცია ფილმს ესტონეთში ჩაუტარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები