წალენჯიხაში, წვევამდელს იარაღი გაუვარდა, რამაც მეორე ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

სამეგრელოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წვევამდელი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ წვევამდელს ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევით გაუვარდა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ მეორე წვევამდელს მოხვდა.
წვევამდელი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ის უკვე გარდაცვლილი იყო.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები