სამმა ქართულ-უცხოურმა კოპროდუქციამ ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ ევრიმაჟის მმართველი საბჭოს 148-ე სხდომაზე სამმა ქართულმა პროექტმა მოიპოვა დაფინანსება. ამ ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
საქართველოს წარმომადგენელმა ევრიმაჟში – თამარ ტატიშვილმა საბჭოს წარუდგინა დიტო ცინცაძის „43“, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“ და ევა ჰოსუნის „მზის გოგოები“, რომლის ქართველი კოპროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავაა (20 Steps Production).
ქართული პროექტების პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ევრიმაჟის კინოფონდის 2017 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 18 მილიონ ევროს შეადგენდა. სხდომაზე 66 მხატვრული ფილმი დაფინანსდა, მათ შორის სოლიდური თანხა – დაახლოებით 700 000 ევრო ქართულ-უცხოური კოპროდუქციებისთვის გამოიყო:
• „მზის გოგოები“ – 500 000 ევრო;
• „43“ -120 000 ევრო;
• „უარყოფითი რიცხვები“ – 86 000 ევრო.
საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის – ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები