გორში, 25 წლის ახალგაზრდა კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

გორში, ჭალის დასახლებაში 25 წლის ახალგაზრდა საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

„კვირას“ ინფორმაციით, გარდაცვლილს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები