ალექსი ჭინჭარაულის ხსოვნის საღამო გაიმართება
30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის (ი. ჭავჭავაძის 53ა) წმიდა ილია მართლის სახელობის საკონფერენციო დარბაზში ალექსი ჭინჭარაულს გაიხსენებენ.
როგორც „კვირას“ ქართული უნივერსიტეტიდან აცნობეს, პატივს მიაგებენ ცნობილ ენათმეცნიერის, ამაგდარ ლექსიკოლოგს, ბევრი ბრწყინვალე ნაშრომის, სტატიისა და უბადლო კაფია-გალექსებათა ავტორის ნათელ ხსოვნას.
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა არაერთ დარგში ნაყოფიერად ნაღვაწი მკვლევარისა და მამულიშვილის დიდ დამსახურებაზე ისაუბრებენ მისი კოლეგები, ახლობლები, უმცროსი მეგობრები; დამსწრე საზოგადოება გაეცნობა ალ. ჭინჭარაულის პოეტური პაექრობის უცნობსა და ნაკლებად ცნობილ ნიმუშებს.