რეპრესირებული ექიმის – ვასილ გაბუნიას ოჯახი ეროვნულ ბიბლიოთეკას არქივს გადასცემს

24 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში,  თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული ღონისძიებების ციკლი გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნულ ბიბლიოთეკაში განუცხადეს, გახსნა განსხვავებული იქნება – საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ექიმის ვასილ გაბუნიას ოჯახი მნიშვნელოვან არქივს გადმოსცემს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
„ვასილ გაბუნია იყო კაცი, რეპრესირებული ექიმი, რომელიც დააკლდა ქალაქს. არქივი ვასილ გაბუნიას რეაბილიტაციის შემდეგ გადმოეგზავნა ოჯახს და ერთნაირად საინტერესოა იმ პერიოდის ისტორიკოსებისა და მედიცინის მუშაკებისათვის. მასალები წარმოადგენს რეპრესირებული ექიმების მიერ პოლიტმატიმართა ბანაკებში სამეცნიერო კონფერენციებზე წარმოდგენილ კვლევებსა და დასკვნებს.  არქივთან ერთად ღონისძიებაზე მოსულთ საშუალება ექნებათ, გაეცნონ ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულ რეპრესირებულ წიგნებს“, – აცხადებენ ორგანიზატორები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები