საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“ გაიმართება

24-25 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში”, გაიმართება ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ილია ჭავჭავაძე: კულტურული ფიგურის საკრალიზაცია/სეკულარიზაცია“.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან : პროფ. გიგა ზედანია, პროფ. ბელა წიფურია.
როგორც „კვირას“ ილიაუნიდან აცნობეს, კონფერენცია იმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ორგანიზებით.
კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://goo.gl/8C7a97

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები