სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება

31 ოქტომბერს, ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, სულხან ნასიძის 90 წლისადმი მიძღვნილი კიდევ ერთი საიუბილეო კონცერტი გაიმართება, რომლის პროგრამაშიც იქნება მისი კამერული ჟანრის ნაწარმოებები.
როგორც „კვირას“ მუსიკალურ-კულტურული ცენტრიდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: სახელგანთქმული ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ცნობილი ჰობოისტი საფრანგეთიდან ფრანსუა ლელო და გერმანელი ჩელისტი მაქსიმილიან ჰორნუნგი, რომელთაც პარტნიორობას გაუწევს თბილისის სახელმწიფო კამერული ანსამბლი „საქართველოს სინფონიეტა“. ასევე სცენაზე იქნება საქართველოს სახელმწიფო სიმებიანი კვარტეტი.
მაყურებელს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს: სიმებიანი კვარტეტი №3 “ეპიტაფია”; კონცერტი ჰობოისა და კამერული ორკესტრისთვის; კონცერტი ვიოლინოს, ჩელოსა და კამერული ორკესტრისთვის; “კამერული სიმფონია”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები