მიხეილ ჯანელიძემ და ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ პოლონეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშჩიკოვსკიმ  საქართველოში პოლონეთის საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების დამსწრე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და საქართველოში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა მიმართეს.

„მოხარული ვარ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებით. საელჩოს წარმომადგენლებს დიდ წარმატებას ვუსურვებ მიმდინარე საქმიანობაში. საქართველოსა და პოლონეთს აერთიანებს არა მხოლოდ ხალხთაშორისი მეგობრობა, რაც ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, არამედ სტრატეგიული ინტერესები. ჩვენ ერთად მივყვებით მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზას  ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ საელჩოს გუნდი წვლილს შეიტანს ორი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გატარებაში”, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

საელჩოს გახსნის ცერემონია მუსიკალურად პოლონურ ენაზე მომღერალთა გუნდმა გააფორმა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს 19-20 ოქტომბერს სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები