დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში მიაბრძანეს

ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, სასულიერო პირებმა და მრევლმა დღეს ქალაქ ბოლნისის ცენტრალურ ქუჩაზე სახალხო მსვლელობა მოაწყვეს და დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სიონის საკათედრო ტაძარში მიაცილეს.
ამ წუთებში სიონში პარაკლისი აღევლინება. დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები გუშინ, ცურტავის დედათა მონასტერში არსებულ წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ეკლესიაში მიაბრძანეს.
ხვალ, 21 ოქტომბერს, დილის 10 :00 საათზე წირვა ჩატარდება, რომლის დასრულების შემდეგ დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილებს დმანისისა და ტაშირის ეპარქიაში მიაბრძანებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები