“საარჩევნო პროცესში ყოველგვარ ძალადობას ვგმობთ და შსს-ს სწრაფი რეაგირებისკენ მოვუწოდებთ”
“სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი” არჩევნებთან და მარნეულში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე აცხადებს, მარნეულის ინცინდენტის გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს.
„ჩვენ საარჩევნო პროცესში ყოველგავარ ძალადობას ვგმობთ და შსს-ს სწრაფი, ადეკვატური რეაგირებისკენ მოვუწოდებთ. ასევე, მოვითხოვთ სამართალდამცველმა სტრუქტურებმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება“, – ნათქვამია განცხადებაში.