მარნეულის მოვლენებთან დაკავშირებით “მრავალეროვანი საქართველო” საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“მრავალეროვანი საქართველო” საგანგებო განცხადებას აქვეყნებს მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რომელსაც “კვირა” უცვლელდ გთავაზობთ:
“საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ გმობს მარნეულის #20 საარჩევნო ოლქში, სოფელ ყიზილაჯლოში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
აღშნული შემთხვევა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იმავე სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი ინციდენტის გათვალისწინებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, გაცილებით დაძაბულს გახდის კენჭისყრის დღის მსვლელობას.
გნსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ სოფელში, 1 წლის ფარგლებში, ორივე საარჩევნო ციკლში, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, აგრეთვე მიმდინარე წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების პერიოდში ადგილი აქვს კრიმინოგენური ვითარების დამძიმებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილობრივი ამომრჩევლების თავისუფალი ნების გამოხატვასა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებას.
ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ, აღნიშნულ ინციდენტში დამნაშავე პირების დასასჯელად., ისევე როგორც კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა კონსტიტუციური უფლების აღსრულებისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები