სოფელ აკაურთაში გზის მშენებლობა დასრულდა
სოფელ აკაურთაში შიდა საავტომობილო გზის მშენებლობა განხორციელდა, რითაც წლების მანძილზე არსებული პრობლემა მოგვარდა. სოფელში ახალი ასფალტ-ბეტონის გზის საფარის მშებელობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა.
პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის გზა 1, 100 გრძივი მეტრის მონაკვეთზე დაიგო, ასევე გვერდულები და სანიაღვრეები მოეწყო.
გზის კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.
ახალ გზაზე სიჩქარის შემანელებელი ბორცვებიც დამონტაჟდება.