ესპანეთი კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის ჩამორთმევას იწყებს

ესპანეთის მინისტრთა საბჭო საგანგებოდ შაბათს შეიკრიბება, რათა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედება დაიწყოს, რომელიც კატალონიის თვითმმართველობას შეზღუდავს. ამის შესახებ ესპანეთის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი. სხდომაზე რიგი პროცედურების გავლის შემდეგ, საკითხის სენატისთვის განსახილველად გადაცემა მოხდება. განცხადებაში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს ესპანელების, მათ შორის კატალონიელების ინტერესების დასაცავად და ავტონომიაში წესრიგის უზრუნველსაყოფად გაკეთდება. განცხადებაში საუბარი იმაზეცაა, რომ კატალონიის ჟენერალიტეტის ხელმძღვანელმა კარლეს პუჩდემონმა პასუხი არ გასცა ესპანეთის პრემიერის მარიანო რაჰოიას მოთხოვნაზე ოფიციალურ კითხვას-მოხდა თუ არა კატალონიის დამოუკიდებლობის გამოცხადება. პუჩდემონს პასუხის გაცემის ვადა დღეს, დილის 10 საათზე ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები