თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს

თბილისის 67-ე საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურ ნიადაგზე მოსწავლის შეურაცხყოფას უარყოფს. მასწავლებლის თქმით, მის წინააღმდეგ ორი საჩივარია საბჭოში შესული, რომელთაგან ერთი განხილულია, თუმცა პასუხი დღემდე უცნობია.

ქიმიის მასწავლებელი ამბობს, რომ ორივე საჩივარი “შეთითხნილი მასალაა” და ადვოკატი ჰყავს აყვანილი, რომელიც მის საქმეზე უკვე უშაობს. მომხდარში ქიმიის მასწავლებელი დირექტორს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რამდენიმე მასწავლებელმა დირექტორის შესახებ საჩივარი დაწერეს, რომელშიც სკოლის ხელმძღვანელის “არაადეკვატურობაზე” იყო საუბარი, სწორედ ამიტომ დაიწყო დირექტორმა “საქმეების შეთითხვნა”. თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელმა ნათია მახარაშვილმა ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში დაადანაშულა.

ეთნიკურ დისკრიმინაციაზე განსხვავებულ ინფორმაციაზე საუბრობენ სკოლის მოსწავლეთა ერთი ნაწილი. ისინი სკოლასთან არიან შეკრებილები და ამბობენ, რომ ქიმიის მასწავლებლის წინააღმდეგ ბავშვებს განცხადებები სპეციალურად დააწერინეს. მოსწავლეების თქმით, ყველაფერი დირექტორისა და მასწავლებლის პირად დაპირისპირებას უკავშირდება.

ცნობილია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქმეს უკვე სწავლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები