განათლების სამინისტრო თბილისის 67-ე სკოლაში მომხდარ ფაქტს იკვლევს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თბილისის 67-ე საჯარო სკოლაში ეთნიკურ ნიადაგზე დისკრიმინაციის შესაძლო ფაქტს სწავლობს.
როგორც ცნობილია, სკოლაში აუდიტის სამსახურია შესული და ოფიციალური განცხადება რამდენიმე დღეში გაკეთდება.
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელი ნათია მახარაშვილი ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებელს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსწავლის შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ცოტა ხნის წინ სკოლასთან სასწრაფო დახმარების მანქანა მივიდა. არსებული ინფორმაციით, იმ კლასის დამრიგებელი ცუდად გახდა, რომელთა ბავშვებიც გაკვეთილზე მომხდარის გამო არ შევიდნენ.
ეთნიკურ დისკრიმინაციაზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სკოლის მოსწავლეთა ნაწილი. ისინი დღეს დილიდან შეიკრიბნენ 67-ე სკოლასთან. მოსწავლეები ამბობენ, რომ დოდო კეზუას წინააღმდეგ ბავშვებს განცხადებები სპეციალურად დააწერინეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ყველაფერი დირექტორისა და მასწავლებლის პირად დაპირისპირებას უკავშირდება.
სკოლის დირექტორი, მარიამ თავართქილაძე კი განცხადებას სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ 15:00 საათზე გააკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები