უკრაინის რადასთან აქცია განახლდა

უკრაინის უმაღლესი რადას მიმდებარე ტერიტორიაზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მიტინგი განახლდა. შეკრებილებს რადას დეპუტატმა ეგო სობოლევმა მიმართა და ის მოთხოვნები გაახმოვანა, რომელიც აქციის მონაწილეებმა წინა აქციაზე დააყენეს, მათ შორის-სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმება, ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა და საარჩევნო სისტემის რეფორმა.

მანვე მოითხოვა, რომ რადამ უკვე დაიწყოს ახალი კანონპროექტების განხილვა. მომიტინგეებს სხვადასხვა პარტიის დროშები უჭირავთ და პარლამენტის სხდომის აუდიო ტრანსლაციას უსმენენ. აქტივისტები დეპუტატებს თავისუფლად ატარებდნენ, თუმცა აცხადებენ, რომ კანონპროექტებზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მათ შენობიდან არ გამოუშვებენ.
როდის შეუერთდება მიხეილ სააკაშვილი და სხვა ოპოზიციური ლიდერები აქციას, ჯერჯერობით უცნობია. სამშაბათს პარლამენტის წინ გამართული მიტინგი მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები