გუგული მაღრაძე: თბილისში მეორე ტურის ვარაუდი არ იქნება, მაგრამ რაიონებში არ გამოვრიცხავ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან წინასაარჩევნო გარემო დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას არასამუშაო საათებში კანონი არ კრძალავს.
უმრავლესობის წარმომადგენელმა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას 20-25%-იანი „ფორა“ ყოველთვის აქვს.
„წინასაარჩევნოდ ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა, არჩევნები საკმაოდ კონკურენტულია. ხელისუფლების წარმომადგენლები არ გაურბიან დისკუსიებს სხვადასხვა ეთერებში. რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, ამას კანონი არ კრძალავს არასამუშაო საათებში საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლების ან სხვა წარმომადგენელს. წინა ხელისუფლების დროს შემთხვევა მქონდა, როდესაც ახლობელს შევხვდი ქუჩაში მასწავლებელი იყო მიტინგზე დააგვიანდა და მეორე დღეს სკოლიდან გაუშვეს. მაგრამ ახლა ეგრე აღარ არის. ხელისუფლებას 20-25%-იანი ფორა ყოველთვის აქვს თუ რადიკალურად ცუდი რაღაც არ ხდება ქვეყანაში აქედან გამომდინარე დაპირებებშიც ყოველთვის მოზომილია ხელისუფლება“,-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.
უმრავლესობის წარმომადგენელმა შემოწირულობებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მრავალრიცხოვანი პაარტისგან ეს გასაკვირი არ უნდა იყოს. როგორც გუგული მაღრაძემ აღნიშნა, ბიზნესმენებს მოსწონთ ხელისუფლების დამოკიდებულება მათ მიმართ. მან ასევე მეორე ტურის შესაძლო არსებობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ თბილისში მეორე ტურის ვარაუდი არ იქნება.
„ლაპარაკია შემოწირულობაზე, ჯერ ერთი მრავალრიცხოვანი პარტიაა და ეს არავის არ უნდა უკვირდეს. ერთმა ბიზნესმენმა საკმაოდ კარგი პასუხი გასცა ამაზე, რომ მას მოსწონს ეს ხელისუფლება, როგორც ექცევა ბიზნეს და ამიტომ ის ხელს შეუწყობს მათ. აუდიტის სამსახური დამოუკიდებელია და თუ კი რაიმე შემთხვევები დაფიქსირდება შესაბამისი კანონი არსებობს, რომ გამოავლინოს გადაცდომა.
ჩვენ, როცა 50%-იანი ბარიერი დავდეთ ამით გავაკეთეთ სერიოზული განაცხადი, რომ ხალხის წარმომადგენელი გახდეს ის, ვინც ამ ბარიერს გადალახავს. ახლა თუ მხედველობაში მივიღებთ ჩვენი კანდიდატის ყველა იმ თვისებებს რაც მას გააჩნია, მე ვთვლი, რომ თბილისში მეორე ტურის ვარაუდი არ იქნება. მაგრამ რაიონებში არ გამოვრიცხავ.
ხოლო რაც შეეხება მერიაში საკადრო ცვლილებებს, ვფიქრობ, რომ იქ საკმაოდ კვალიფიციური კადრია, თუმცა მერიის კარი ღია იქნება ახალი კადრებისთვის“,-განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გუგული მაღრაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები