ამირან გამყრელიძე: ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა.
„ჩვენ ზედამხედველობის სერიოზული სისტემა გვაქვს, ვაკონტროლებთ რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში. ლაბორატორიულად გრიპის ვირუსის ცირკულაცია ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, სხვადასხვა ტიპის რესპირატორული ვირუსები ქვეყანაში არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები