პერფორმანსი – „სოკრატე დღეს” გაიმართება

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში, იანის სიმონიდესის სამეცნიერო-პოპულარული პერფორმანსი – „სოკრატე დღეს” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარმოდგენა საბერძნეთისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს ეძღვნება.
თეატრალურ წარმოდგენაში ცოცხლდება პლატონის უკვდავი კლასიკა – მაყურებელი დიდი ფილოსოფოსის სასამართლო პროცესის „თვითმხილველი“ ხდება, ეცნობა სოკრატეს აზრებს სათნოებაზე, სამოქალაქო ვალდებულებაზე, სიცოცხლისა და ქვეყნის სიყვარულზე.
მთავარი როლის შემსრულებელი იანის სიმონიდესი „ემის” ჯილდოს მფლობელია. „დაუდეგარი, იუმორისტული, დიდებული და მომაჯადოებელი“, – წერდა ”Odyssey Magazine” (აშშ) მასზე. „შთამაგონებელი, ვირტუოზული შესრულება“, – ასე აფასებდა მსახიობს ”Luxembourger Wort”.
ღონისძიება ორგანიზებულია საბერძნეთის საელჩოს მიერ საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
პერფორმანსის – „სოკრატე დღეს” 450 წარმოდგენა 20-ზე მეტ ქვეყანაში გაიმართა.
ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები