გივი მუნჯიშვილს „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტში, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. კონცერტს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ესწრებოდა, რომელმაც საგუნდო კაპელის ქორმაისტერს, გივი მუნჯიშვილს, ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
კონცერტზე მსოფლიო საგუნდო კლასიკის პოპულარული ნაწარმოებები შესრულდა.
ქორმაისტერები: გივი მუნჯიშვილი და არჩილ უშვერიძე.
 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები