რუსთავში სატვირთო ავტომანქანა მოზარდს დაეჯახა

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გზაჯვარედინზე სატვირთო ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, სატვირთო ავტომანქანამ შუქნიშნის წითელ ფერზე იმ დროს გაიარა, როდესაც არასრულწოვანი გზაზე გადადიოდა.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მოზარდს ფეხი აქვს მოტეხილი. დაზარალებული სასწრაფო-დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები