თამარაშვილზე ერთანეთს სამი მანქანა შეეჯახა

თამარაშვილის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და წინ მიმავალ მანქანას დაეჯახა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ადგილზე მობილიზებულია საპატრული პოლიცია. შემთხვევის გამო თამარაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ცოტახნით შეფერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები