“ჯიბის კაცი” კანადაში საუკეთესო საბავშვო ფილმად დასახელდა

ანა ჩუბინიძის ანიმაციურმა ფილმმა “ჯიბის კაცმა” კანადაში ახალი ჯილდო მოიპოვა. როგორც „კვირას“ ეროვნულ კინოცენტრში განუცხადეს, ის Rimouski Film Carrousel-ის ფესტივალის ჟიურიმ საუკეთესო საბავშვო ფილმად დაასახელა.
ანიმაციამ ასევე რუსული ფესტივალის “კროკის” ჟიურისგან დაიმსახურა ეს შეფასება და ჯილდო: “ფილმმა შეგვახსენა, რომ მეგობრობამ დიდი და პატარა არ იცის”.
“ჯიბის კაცმა” მოიარა 88 საერთაშორისო კინოფესტივალი და  საფესტივალო ცხოვრებას დიდი წარმატებით განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები