რა უნდა დაგვეთმო მეტი, რომ ეღიარებინა ოპიზიციას, რომ ხელისუფლებას თავისთვის არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია

ველოდებოდი, რომ პრეზდენტი ვეტოს გამოიყენებდა როგორც თანხმობის პოლიტიკურ მექანიზმს, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა,-აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა აღნიშნული შანსი ხელიდან გაუშვა.
„ველოდებოდი, რომ პრეზდენტი ვეტოს გამოიყენებდა როგორც თანხმობის პოლიტიკურ მექანიზმს, თუმცა მან ეს შანსი ხელიდან გაუშვა, იმიტომ რომ შეეძლო ის ცვლილებები, რომლის ინიცირებასაც ჩვენ ვაპირებთ, რადგან შევპირდით ეს ვენეციის კომისიას და თქვით, რომ ეს დამატებითი დათმობა იქნება ხელისუფლების მხრიდან, პრეზიდენტს შეეძლო ეს ეხლავე ასახულიყო შენიშვნების სახით თუ ეს იქნებოდა გამოგზავნილი ამ დოკუმენტში- კონსტიტუციაში, მან ეს არ გააკეთა“,-განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები