ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი მეხუთე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა

ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ასთმური შეტევა ჰქონდა, რამაც მისი გადმოვარდნა გამოიწვია.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე საბანს ფენდა, რა დროსაც გადმოვარდა. მათივე განცხადებით, გადმოვარდნის დროს ქალი შველას ითხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები