დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, ფრენკ ჰიმსკერკს შეხვდა. შეხვედრაზე მსოფლიო ბანკთან განვლილი პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმების საკითხები განიხილეს.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ ისაუბრა. განსაკუთრებით დადებითად აღინიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით” საქართველოში მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის წარმატებული დასრულება.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდთან თანამშრომლობით მიმდინარეობს, სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმას.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება. საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები