აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია

აშშ-ის საელჩო საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით იმედგაცრუებულია. როგორც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და იმედგაცრუებულია, რომ მხარეებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

”საელჩო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ქმნის ძლიერ საფუძველს ხანგრძლივი და მტკიცე რეფორმებისთვის, როდესაც ამ ცვლილებებზე საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების ფართო კონსენსუსი არსებობს. საელჩო იზიარებს ვენეციის კომისიის შეფასებას და მტკიცედ უჭერს მხარს კომისიის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები