ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირებულია

ფონდ „ქართუსა“ და „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის“ დაფინანსებით, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი რეაბილიტირებულია.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახლს, სამეურნეო ნაგებობებს, სარდაფს, სახურავს, გარე ფასადებსა და აივნებს. აღდგა კარ-ფანჯარა და გაიმართა გათბობა/კონდიცირების სისტემა.
განახლდა უნიკალურ მცენარეთა დენდროპარკი და მიმდინარეობს ეზოს რეაბილიტაციის პროექტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები