ქართული ფილმი – „8 წუთი“ მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია

„8 წუთი” ყველაზე გლობალური – მანჰეტენის კინოფესტივალის გამარჯვებულია. როგორც „კვირას“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ქართულმა ფილმმა მთავარი ჯილდო – ოქროს მედალი მიიღო. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 100 000-მა კინომოყვარულმა საუკეთესო ფილმად სწორედ – „8 წუთი” დაასახელა.
ფილმის რეჟისორები გიორგი გოგიჩაიშვილი და დათო აბრამიშვილი არიან, სცენარისტები – ზაზა კოშკაძე და მარი ბექაური, ხოლო პროდიუსერები – გეგა ხმალაძე და მაგდა დათუაშვილი.
“8 წუთმა” მანჰეტენის ათ ფინალისტს შორის მოხვედრით „ოსკარის“ კვალიფიკაცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები