სოფელ დიცში სკვერის ბიბლიოთეკა გაიხსნება

გრძელდება პროექტი „სკვერის ბიბლიოთეკები“. პროექტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში იქმნება ღია სამკითხველოები, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, იკითხონ წიგნები და სხვა.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მორიგი „სკვერის ბიბლიოთეკა“ 10 ოქტომბერს, სოფელ დიცის საჯარო სკოლის ეზოში გაიხსნება. პროექტის განხორციელების მიზანია ხელი შეუწყოს წიგნის პოპულარიზაციასა და მოზარდებში განათლების დონის ამაღლებას.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში ინტეგრირება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სახალხო გამოკითხვაში „წლის საუკეთესო“ (ნომინაცია „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“) ხალხის რჩეული გახდა.

ღონისძიებების განრიგი – 10 ოქტომბერი (სოფ. დიცის საჯარო სკოლა)
15:00– 15:30 – ლექცია ილია ჭავჭავაძის შესახებ (გიორგი კეკელიძე)
15:35 – 15:40 მოკლემეტრაჟანი ანიმაციური ფილმის „ფრანი“ ჩვენება (რეჟ. ვ. სულაქველიძე)
15:45 – სოფ. დიცის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოვება (7 საუკეთესო მოსწავლე)
16:00 – 16:30 დიცის საჯარო სკოლის ეზოში ღია სამკითხველოს გახსნა:
პროექტის „სკვერის ბიბლიოთეკები“ წარმდგენი – გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები