შსს განცხადებას ავრცელებს

ისნის საარჩევნო ოლქის კომისიის თავმჯდომარე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელი არ არის, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ისნის რაიონში ერთ-ერთი ოლქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მოქალაქე ნინო ნიკურაძე შსს-ს თანამშრომელია.

ვაცხადებთ, რომ აღნიშნული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი არ არის. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავოს მსგავსი დაუსაბუთებელი, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები