პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციამ რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მოადგილეებმა, ვახტანგ ბარამიამ და დავით ჭავჭანიძემ,  პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაციასთან ერთად, რუსთავის ნაგავსაყრელი მოინახულეს.

პოლონური მხარე საქართველოში მყარი ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

რუსთავის ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის სამუშაოები 2016 წლის დეკემბერში დასრულდა. დაიხურა ძველი უჯრედი და ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი უჯრედი მოეწყო.

პოლონეთის მუნიციპალური ნარჩენების მართვის კომპანიების პრეზიდენტების ნაციონალური ფორუმის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ფორუმი პოლონეთში დაფუძნდა, რომელსაც 240 წევრი ჰყავს და ნარჩენების მართვის სფეროში მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს კონსულტაციებს უწევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები