დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე, სსფ-ის მისიას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს, პირადად, ქალბატონ მერსედეს ვერა მარტინს გაწეული შრომისა და მიღწეული შედეგისთვის, საქართველოს რეფორმების მხარდაჭერისთვის. აგრეთვე შესაძლებლობისთვის, რომ რამდენიმე დღეში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური საშემოდგომო შეხვედრებისას, აღნიშნული წარმატებული თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია გავაცნო საერთაშორისო ეკონომიკურ საზოგადოებას”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები