გია ვოლსკი და სალომე სამადაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – „პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“ (ვიდეო)

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სალომე სამადაშვილის ძირითადი კითხვები შეეხებოდა იმას, იგეგმება თუ არა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდა, ბიუჯეტის რა პროცენტი მოხმარდება სამხედრო ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაძლიერებას.
„ამ ქვეყნის წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა, ეს არის რუსეთიდან მომდინარე საფრთხე და ჩვენ, აღმოჩნდა, რომ კრიზისის დროს დახმარებას ვთხოვთ სწორედ რუსეთს. მაინტერესებს, რას გეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენ მსგავს მდგომარეობაში აღარასდროს აღარ აღმოვჩნდეთ,“ – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ სხვა თემის წამოწევას თავი დაანებოს.
„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, – მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს. ვოლსკის საპასუხოდ სამადაშვილმა შემდეგნაირად მიმართა – „ასე მიმართეთ ვინმე სხვას, სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”. სალომე სამადაშვილმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები