სამედიცინო ცენტრი „სიმეტრია“ მალთაშუა თიაქრის მკურნალობის ​აპრობირებულ მეთოდს გთავაზობთ

დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული დაავადება მალთაშუა თიაქარია, რომელმაც ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს. რა სიმპტომები ახასიათებს აღნიშნულ დაავადებას, რა შეიძლება იყოს გამომწვევი მიზეზები და როგორ ხდება მისი მკურნალობა, ამის შესახებ სამკურნალო სამედიცინო ცენტრ „სიმეტრიას“ ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი თოფჩიშვილი გვესაუბრება.
​როგორია დაავადების განვითარების მექანიზმი?
ხერხემლის ფუნქციური ერთეული შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსროვან -მყესოვანი აპარატითაა დაკავშირებული. საკუთრივ მალთაშუა დისკი კი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს. სხვადასხვა პათოლოგიებისა და ტრავმების შედეგად, მალთაშუა დისკს ნაპრალები უჩნდება, მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და დატვირთვის დროს, მისგან ჟელესმაგვარი პულპოზური მასა სრულად ან ნაწილობრივ გამოიდევნება. სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც, შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს.
რა სიმპტომები ახასიათებს ხერხემლის მალთაშუა თიაქარს და რა სეგმენტს მოიცავს ის ?
აღნიშნულ დაავადებას ახასიათებს ტკივილი წელის არეში, რომელიც ვრცელდება დუნდულაზე, ბარძაყზე, წვივზე და, შესაძლოა ტერფზეც. მოძრაობის, ხველისა თუ ცემინების დროს ტკივილი ელვისებურად გაივლის ფეხში. ზოგჯერ ტკივილის ნაცვლად ან მასთან ერთად დაჭიმულობის შემაწუხებელი შეგრძნებაც იჩენს თავს, როგორიცაა: დაბუჟება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება ფეხში; სისუსტე დაზიანებული ფესვის საინერვაციო კუნთებში, მაგალითად, ტერფის აწევის გაძნელება და სხვა. ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ყველაზე ხშირად – წელის, შედარებით ნაკლებად – კისრის, უფრო იშვიათად კი – გულ-მკერდის სეგმენტს მოიცავს.
რა შეიძლება იყოს აღნიშული დაავადების გამომწვევი მიზეზები ?
დაავადების გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს: სხეულის ჭარბი წონა. ჭარბი წონის არსებობა, ხერხემლის სვეტზე ზეწოლას აძლიერებს, რაც ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებების პროგრესირებას, რის შედეგადაც იზრდება მალთაშუა თიაქარის განვითარების რისკი. ასევე ხერხემლის ზოგიერთი დაავადება: ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი არასწორი ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების მჯდომარე წესი; ხერხემლის ტრავმული დაზიანებები.
როგორ ხდება მალთაშუა თიაქრის მკურნალობა ?
მკურნალობა სამი სახისაა: ქირურგიული, მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპიული. ხშირად მალთაშუა თიაქარს მკურნალობენ ქირურგიული ჩარევით, მაგრამ ოპერაციის შემდეგ რეციდივის რისკი მაღალია. ადამიანი აგრძელებს ჩვეულ ცხოვრებას სარეაბილიტაციო კურსის გავლის გარეშე და დაავადების განმეორების რისკიც იზრდება. მედიკამენტოზური მკურნალობის დროს ზემოქმედება ხდება მხოლოდ სიმპტომებზე, ტკივილი დროებით ყუჩდება, პაციენტი შვებას გრძნობს, მაგრამ ტკივილი აუცილებლად ბრუნდება, უარესდება მდგომარეობა და პაციენტს ისევ უწევს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება, რაც იწვევს მრავალ გვერდით მოვლენებს და აზიანებს სხვა ორგანოების მუშაობას.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ამ დროს აქცენტი კეთდება მხოლოდ სიმპტომებზე, ხოლო დაავადება ისევ განუკურნებელი რჩება. ფიზიოთერაპიული მკურნალობის დროს, მკურნალობა ხდება სამკურნალო ვარჯიშებით, სამკურნალო მასაჟითა და სხვა დაავადებისთვის საჭირო პროცედურებით სამკურნალო სამედიცინო ცენტრი “სიმეტრია” გთავაზობთ მკურნალობის უახლეს, ინოვაციურ და ამავე დროს, ეფექტურ მეთოდს, რომელსაც ეწოდება ბიომექანოთერაპია. ეს მეთოდი არ ითვალისწინებს მედიკამენტოზურ და ქირურგიულ ჩარევას .ყოველი პაციენტისთვის იწერება ინდივიდუალური სამრუკნალო-სარეაბილიტაციო პროგრამა,რომელიც ყოველ ვიზიტზე იცვლება პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.რეაბილიტაცია ხდება სწორი სამკურნალო მოძრაობებით,კონკრეტული ჯგუფის კუნთების დამუშავებითა და სისხლის მიმოქცევის გაძლიერებით, რის შედეგადაც ქრება ტკივილი, უმჯობესდება ინერვაცია და ხდება დარღვეული ფიზიკური ფუნქციის აღდგენა. ბიომექანოთერაპიული მეთოდით წყალობით პაციენტის მდგომარეობა უმჯობესდება პირველივე პროცედურაზე. ხოლო საგრძნობი შედეგი უკვე მესამე პროცედურიდან მოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები