დათა თავაძის სპექტაკლი ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დაჯილდოვდა

სამეფო უბნის თეატრის რეჟისორის დათა თავაძის სპექტაკლი “სახეები”, იასუნარი კავაბატას მოთხრობების მიხედვით, ბულგარეთში დანაილ ჩირპანსკის პრემიით დაჯილდოვდა.

როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, “სახეები” წარდგენილი იყო ბულგარეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე და ნომინაციაში “საუკეთესო ანსამბლი” გაიმარჯვა.
სპექტაკლი სამეფო უბნის თეატრისა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთობლივი პროდუქციაა. მასში მონაწილეობენ სამსახიობო ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტები, რომელსაც რეჟისორი თემურ ჩხეიძე ხელმძღვანელობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები